ნიკა მელიამ ტალახის სროლისგან თავი უნდა შეიკავოს - ირაკლი ნადირაძე
ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრე ირაკლი ნადირაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს თანაგუნდელების მისამართით ტალახის სროლაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ნიკა მელიას განცხადებები სულ უფრო ნაკლებად ემსგავსება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმდჯომარის განცხადებებს.
ნადირაძე ასევე სვამს კითხვას, რატომ არ დაუჭირა ნიკა მელიამ 2020 წლის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას მხარი.
ზუსტად ერთ კვირაში იქნება არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აბსლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს ცვლილებებს, დაუჭერს მხარს, რომ პარტია უნდა იყოს უფრო ძლიერი, უფრო ენერგიული და უფრო ბრძოლისუნარიანი. ფაქტია, რომ ეს ტალახის სროლა თუ ვინმეს ახარებს, ახარებს „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი კანდიდატის წარმომადგენლებმა, რომ არ დაკავდნენ თავისი თანაგუნდელების და თანამებრძოლების მიმართ ტალახის სროლით. ნიკა მელიას განცხადებები და საუბრები დღითიდღეს სულ უფრო აღარ ჰგავს თავმდჯომარის განცხადებებს და საუბრებს და არასაქმიანი და არასერიოზული საუბრების ნაცვლად, სჯობს, ნიკა მელიამ გასცეს კითხვაზე პასუხი ჩვენს მხარდამჭერებს, რატომ არ უჭერდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას მხარს და რატომ იმუქრებოდა იგი პარტიიდან წასვლით?, - თქვა ნადირაძემ.