ხაბეიშვილის მთელი კამპანია ჩემს დისკრედიტაციაზეა აგებული - ნიკა მელია

22.01.23 11:44
ხაბეიშვილის მთელი კამპანია ჩემს დისკრედიტაციაზეა აგებული - ნიკა მელია

გაიმარჯვებს ღირსება, გაიმარჯვებს სიმართლე! - ეს განცხადება ენმ-ს მოქმედმა თავმდომარემ თავჯდომარეობის არჩევნებამდე 6 დღით ადრე გააკეთა.

ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილის ფლანგს მის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს წამგებიანი სტრატეგიაა. 

მე მჯერა, გაიმარჯვებს ღირსება, გაიმარჯვებს სიმართლე, გაიმარჯვებს თანამედროვე მიდგომა, გაიმარჯვებს პროგრესი და ეს ყველაფერი გაიმარჯვებს რეგრესზე, გაიმარჯვებს, არაფორმალურ მმართელობაზე, გაიმარჯვებს არაფორმალური მმართველობის შემოტანის მცდელობაზე. მთელი მათი კამპანია და სტრატეგია ააგეს სხვა კანდიდატის, ამ შემთხვევაში, ჩემს დისკრედიტაციაზე. დასანანია, რომ ამ სტრატეგიას ისინი მიიჩნევენ მომგებიანად. მე ვფიქრობდა დარმწუნებულიც ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, მხარდამჭერი, პარტიის წევრი, ძალიან მკაფიოდ ხედავს კონტრასტს და დარწმუნებული ვარ, გააკეთებენ სწორ არჩევანს, - თქვა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები