ომის ცეცხლი გიზგიზებს, სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ - ვოლსკი რუსეთთან ფრენებს მიესალმება

22.01.23 12:42
ომის ცეცხლი გიზგიზებს, სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ - ვოლსკი რუსეთთან ფრენებს მიესალმება

ოკუპაცია პრობლემაა, თუმცა ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხს.

გიორგი ვოლსკის მტკიცებით, გარშემო ომის ცეცხლი გიზგიზებს და მნიშნელოვანია, სახელმწიფოში სტაბილურობა შენარჩუნდეს. 

პრობლემა არის ოკუპაცია, პრობლემაა ის ურთიერთობები, რომელიც მსოფლიოში ყალიბდება, პრობლემაა რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში, უამრავი პრობლემაა, მაგრამ არსებობს საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს და მათი ინტერესების გათვალისწინებას და სახელმწიფოს სტაბილურობის შენარჩუნებას, იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს გარშემო, ფაქტობრივად, ომის ცეცხლი გიზგიზებს, - თქვა ვოლსკიმ. 

მსგავსი სიახლეები