ალოგიკურია, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას "ოცნება" სიხარულით შეხვდა - დაუშვილი
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით "ოცნების" სიხარული ალოგიკურია, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
ოპოზიციის წევრი ხელისუფლების ქმედებებს ალოგიკურს უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთან უკვე არც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას გამორიცხავს.
ფაქტია, რომ „ოცნება“ დიდი სიხარულით და დიდი მოლოდინით შეხვდა ამ რეისების აღდგენას, რაც აბსოლუტურად არავითარ ლოგიკაში არ ჯდება, იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ყოველდღიურად აგინებდე, ლანძღავდე, მათ შორდებოდე და ამ დროს ასეთი გახარებული ხვდებოდე რეისების აღდგენას, ცოტა ალოგიკურია და ამას პლიუს, ზევიდან დავამატოთ ის, მოწოდებები უკვე ისმის რუსეთიდან, რომ არა მხოლოდ რეისების აღდგენაზე, საერთოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე დაიწყეს საუბარი, - თქვა დაუშვილმა.