ნიკა მელიამ თქვას, რატომ შეხვდა კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს? - ხაბეიშვილი
ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებებს ენმ-ს თავმდჯოომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ჭორაობას უწოდებს. ხაბეიშვილს აინტერესებს, თუკი კეზერაშვილი ენმ-ს არაფორმალური მართველია, რატომ შეხვდა ის კობა ნაყოფიას და რაზე ესაუბრა.
კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ენმ-ს თავმდჯომარეობის კანდიდატი მოქმედ თავმდჯომარეს უთვლის, 2020 წლის არცევნებს ეხება, სადაც მელიამ სააკაშვილის პრემიეორბის კანდიატობას მხარი არ დაუჭირა.
როცა ის ლაპარაკობს არაფორმალურ მმართველობაზე და ვიღაცის გაგდებაზე პარტიიდან, რომ თურმე დავით კეზერაშვილი სთხოდა, მაშინ თქვას, ნიკა მელიამ, რატომ შეხვდა კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს და რამდენიმე კვირის წინ რატომ ჰქონდათ შეხვდრა. ანუ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდნენ? და თუ დავით კეზერაშვილს უნდოდა კობა ნაყოფიას გაგდება პარტიიდან, მაშინ დღეს კობა ნაყოფია რატომ ხვდება მას? აი, არ ვიცი, გაგვცეს პასუხი, მათ შორის, ნიკა მელიამ და აგვიხნას, რა ხდება, რატომ არის კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილთან შეხვედრებით დაკავებული და ერთი. და მეორე მთავარ კითხვაზე გასცეს პასუხი, 2020 წელს რატომ იყო მიშა სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატის წინააღმდეგი „ნაციონალური მოძრაობიდან“?, - თქვა ხაბეიშვილმა.