ენმ-ს კასპის რაიონული ორგანიზაცია ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებს
'ნაციონალური მოძრაობის" კასპის რეიონული ორგანიზაციის წევრები ნიკა მელიას ნდობას უცხადებენ. ამის შესახებ მათ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.
საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ ხაბეიშვილი მისი აქტივობებიდან გამომდინარე მათთვის მიუღებელი კანდიდატია.
როდესაც აგჟღერდა და დადასტურებულ ფაქტად იქცა, რომ პარტიაში უნდა ჩატარებულიყო თავმჯდომარის ახალი არჩევნები, იმავე დღეებშ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერდით ჩვენ მოქმედ თავმდჯომარეს და კანდიდატს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვიმყოფებოდით ყოველთვის პარტიის თავმდჯომარესთან. მიუხედავად იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილმა იცოდა, რომ კასპის რაიონული ორგანიზავია სრუალდ უჭერდა მხარს კანდიდატ ნიკა მელიას და მოქმედ თავმდჯომარეს, ის შეხვდა არა რაიონული ორგანიზაციის წევრებს, არამედ მისთვის სასურველ სტუმრებს. მიდიან, შეხვედრას სთხოვენ და საუბარში ეუბნებიან, რომ ნიკა მელია არია არასასურველი თავმჯდომარეა და ის არის უმოქმედო, თუმცა უმოქმედობაში ესენი ვერ ასაბუთებენ და არგუმენტებს ვერ ეუბნებიან ამ ადამიანებს, რაში გამოიხატებოდა ნიკა მელიას უმოქმედობა. ის არის ანტიკორუფციული საბჭოს ტავმდჯომარე, რომელსაც პირდაპირი დამფინანსებელი ჰყავს დავით კეზერაშვილი, - ამბობენ კასპის რაიონული ორგანიზაციასი.