დეტალები არ ვიცი, კეზერაშვილთან შეხევდრაზე კობა ნაყოფია თავად ისაუბრებს - ბაჩო დოლიძე
დავით კეზერაშვილთან შეხვედრის შესახებ განმარტებებს თანამოაზრეები თავად კობა ნაყოფიასგან ელოდებიან. ბაჩო დოლიძეს თქმით, შეხვედრის შესახებ რამდენიმე წინ შეიტყო, თუმცა დეტალებში ჩახედული არ არის და ამის შესახებ ნაყოფია საქართველოსი დაბრუნების შემდეგ თავად ისაუბრებს.
ვიცი მხოლოდ ის, რომ შეხვდნენ. კობა რამდენიმე დღეში, როგორც ვიცი, საქართველოში იქნება და შესაბამისად, თვითონ აპირებს ამაზე საუბარს. შეხვედრის შესახებ არც თუ ისე დიდი ხნის წინ შევიტყვე პირადად მისგან, მაგრამ დეტალებს ნამდვილად არ ჩავურღმავდი, იმიტომ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირეით სჯობს ისევ კობამ ისაუბროს. ზოგადად, სხვა საკითხებთან მიმართებაშიც, მე ვფიქრობ კობა უფრო კარგად გასცემს პასუხებს. ნამდვილად არ მინდა არც სპეკულირება არცერთი ადამიანით და არცერთი საკითხით. რაც ვიცი, იმაზე შემიძლია საუბარი, რაც არ ვიცი, იმაზე, უბრალოდ, არ ვიკადრებ. მარტივი ამბავია, ახლა ცდილობს წარმოაჩინოს, პირდაპირ გეტყვით, კობა ნაყოფია თავისი გუნდის წევრად. ნაყოფიას ხსენება, იმ ფორმით, რომლითაც ახსენებენ ბოლო პერიოდის განმავლობაში, კონტურები ეს არის. ძალიან მკაფიო, ძალიან პრინციპული პოზიცია მოვისმინე კობასგან. ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ არცევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და პირდაპირ ისაუბრა ის, რომ რა თქმა უნდა, არ მიესალმება არჩევნებს, არც ფორმას, არც დროს. ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პოზიცია ღიად დააფიქსირა ვის დაუჭერდა მხარს, -თქვა დოლიძემ.