"კატასტროფაა" - ირაკლი ნადირაძე ივანიშვილის "შუშის ჟირაფებზე"
ბიძინა ივანიშვილის მიერ "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობის დაწყებას ირაკლი ნადირაძე კატასტროფას უწოდებს. საუბარია "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სკანდალურ რეპორტაჟზე, რომლის თანახმადაც ფონდი "ქართუ" აღნიშნულ ადგილზე ე.წ. შუშის ჟირაფების აშენებას გეგმავს.
ენმ-ს წევრის თქმით, ივანიშვილი მზადაა საკუთარი ინტერესების გამო თბილისელების ინტერესები გასწიროს.
ბიძინა იავნიშვილმა, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ , ფაქტობრივად, სამშენებლო კომპანიად გადააკეთა და მას უნდა ახლა, რომ თავისი პირადი ინტერესების გამო თბილისელების პირადი ინტერესები გასწიროს. ის მასშტაბური მშენებელობა, ის ბეტონის „ჟირაფები“, რომლის აშენებასაც აპირებს ის „ლაგინა ვერეზე“ არია კატასტროფა თბილისისთვის და ეს იქნება კატასტროფა ურბანული თავსალზირისთ, - თქვა ნადირაძემ.