გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს - პაპუაშვილი მელიაზე

04.05.21 14:43
გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს - პაპუაშვილი მელიაზე

გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს  - "ნაციონალური მოძრაობის" დაპატიმრებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას, შესახებ "ოცნების" დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი მელიას ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის გირაოს გადასახდელად ოპოზიციონერი ლიდერის თანხმობა საჭირო არ არის.

გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს.
ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ. 
არ ყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი, როგორც პოლიტიკოსმა.  ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება,
" - წერს პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები