გასული 4 წელი და გასული 6 თვეც ოპოზიციისთვის სულ უქმე დღეები იყო - სოზარ სუბარი

04.05.21 15:15
გასული 4 წელი და გასული 6 თვეც ოპოზიციისთვის სულ უქმე დღეები იყო - სოზარ სუბარი

გასული 4 წელი და გასული 6 თვეც ოპოზიციისთვის სულ უქმე დღეები იყო - "ოცნების" დეპუტატი, სოზარ სუბარი, საპარლამენტო საქმიანობის შეჩერებაზე  ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. სუბარი ოპოზიციის ბრალდებებს ამნისტიის კანონპროექტის მიღების გაჭიანურებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს. 

ეს არის მართლა არაფრის გამო ატეხილი ხმაური, ცდილობენ, რაღაც თემა გამოძებნონ, რადგან სალაპარაკო არაფერი აქვთ დარჩენილი. გასული 4 წელი ოპოზიციისთვის იყო სულ უქმე დღეები და გასული 6 თვეც უქმე იყო, დარწმუნებული იყავით, 2- ჯერ შემოვლენ პარლამენტში და ისევ სულ უქმე დღეები დაიწყება ამათთვის. არ დადიან, არ მუშაობენ, განცხადებების მეტი არაფერი უნდათ, დერეფანს ვერ გასცდნენ ძირითადად. მათ ჭკუაზე რომ გაგვევლო, მანდატებიც არ ექნებოდათ დღეს, საერთოდ ვერ შემოვიდოდნენ პარლამენტში, შემოვიდნენ და მადლობასაც არ იხდიან, რომ ასეთი ბედნიერები არიან,"- თქვა სუბარმა.

ხელისუფლების მიერ გამოცხადებული უქმე დღეების გამო საკანონმდებლო ორგანო ათი დღის განმავლობაში მუშაობას სრულად წყვეტს. დეპუტატები ვერც ამნისტიის კანონპროექტზე და ვერც სხვა საკითხებზე იმსჯელებენ. 

მსგავსი სიახლეები