მათ არ აქვს ხელისუფლების დასრულების თავი, დასცინიან მოქალაქეებს - ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციას

24.01.23 11:26
მათ არ აქვს ხელისუფლების დასრულების თავი, დასცინიან მოქალაქეებს - ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციას

გიორგი გახარიას გუნდი  გუშინ შექმნილ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას მმართველ პარტიასთან  თანამშრომლობაში ადანაშაულებს. 

ჩვენ არ ვიდგებით იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც ,,ოცნების" მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ -  აცხადებენ პარტიის ,,საქართველოსთვის" წევრები.

გახარიას გუნდისთვის  მიუღებელია 24 თებერვალს დაგეგმილი  აქციაც, რომელიც ახალმა  ოპოზიციურმა გაერთიანებამ გუშინ დააანონსა.

არასერიოზულია ეს ყველაფერი. ამ ხალხს არ აქვს ხელისუფლების დასრულების თავი. ვიტყოდი, ბოროტად გამოყენებაა ეს, დასცინიან საქართველოს მოქალაქეებს.

ხდება ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის იდეის დაკნინება. ეს კი მხოლოდ ,,ოცნების" ინტერესში შედის.

აი, 24 თებერვალს რომ იქნება მარცხი, იცით, რას იტყვის ,,ოცნება"? ამ ქვეყანაში ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობაც ვერ შედგა იმ პირობებშიც, როცა ხელისუფლებამ საგარეო კურსი შეცვალა.

ეს ყველაფერი ვის აძლიერებს? აძლიერებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს.  - აცხადებს გახარიას პარტისი ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი.

"დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" 24 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებენ. 

მსგავსი სიახლეები