პარლამენტმა შესაძლოა, განულებული სიები აღადგინოს - ოპოზიციის რეაქცია

04.05.21 15:33
პარლამენტმა შესაძლოა, განულებული სიები  აღადგინოს - ოპოზიციის რეაქცია

ოპოზიციის განულებული სიები შესაძლოა, პარლამენტმა აღადგინოს - "პირველების" ინფორმაციით,  მსჯელობა იმ კანონპროექტის ინიცირებაზე უკვე მიმდინარეობს, რომლიც ცესკო-ს განულებულ სიებს ისევ მოქმედს გახდის. 

,,სტატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, "პირველებთან" ადასტურებს, რომ მედიაციის პირობებში მოლაპარაკებების დროს განულებული სიების აღდგენის საკითხი ნამდვილად განიხილებოდა. 

დოკუმენტებში, რომელსაც ჩვენ მედიატორებთან ვაგზავნიდით, ნამდვილად იყო ერთ-ერთი საკითხი, რომ თუ ბოიკოტი წყდება, მაშინ, სიების აღდგენის მექანიზმი უნდა შეთანხმდეს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ასეთი შეთანხმება არ გვქონია. ახლა არ ვიცი, არ მსმენია, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის პროცესი"- აღნიშნავს ვაშაძე.  

,,ლელო"-ში ამბობენ, რომ განულებული სიების საკითხზე პარტიაში მსჯელობა არ ჰქონიათ, თუმცა საბა ბუაძის თქმით, თუ საკითხი დღის წესრიგში დადგა, ისინი კონსულტაციებს გამართავენ. 

მნიშვნელოვანია, ვითარება კრიზისამდე პერიოდს დაუბრუნდეს, სადაც სიები სრულად იქნა წარმოდგენილი. მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხია იმ გამოწვევასთან მიმართებით, რაც ქვეყანაში არსებობს. პირველ რიგში, უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა"- ამბობს ბუაძე. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" "ტვ პირველს" უთხრეს, რომ პირველი ჯერის ამოცანა ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებაა. 

გამოვა ნიკა მელია, შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას"- ამბობს დავით კირკიტაძე. 

ოპოზიცია შეცდომის შედეგს იმკის - ეს განცხადება კი "გირჩის" ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, გააკეთა. მისი თქმით, ბოიკოტის პირობებში სიების განულება ხელისუფლების ოპონენტების შეცდომა იყო. 

ოპოზიციის ინტერესია, მათ კანონით შეძლონ განულებული სიების აღდგენა. ესეც მშვიდობის დამყარების ფარგლებში უნდა მოხდეს"- თქვა მეგრელიშვილმა. 

შეგახსენებთ, პოლიტიკური ბოიკოტის დროს ოპოზიციამ სიები ჩახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს პარლამენტში შესული რომელიმე დეპუტატი მანდატს გააუქმებს, მისი ადგილმონაცვლე პარლამენტში შესვლას ვეღარ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები