ნიკა მელია შტურმის მომწყობთა ბრიგადირის როლიდან ვერ გამოდის - ვოლსკი

04.05.21 15:40
ნიკა მელია შტურმის მომწყობთა ბრიგადირის როლიდან ვერ გამოდის - ვოლსკი

„ქართული ოცნების“ ლიდერი, გიორგი ვოლსკი, ნიკა მელიას გირაოზე თანხმობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ იმ როლით, რომელიც მან მოირგო, პოლიტიკური წამებული ვერ გახდა. 

გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს, მაგრამ აი, ამ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია აი, ასეთი შტურმის მომწყობთა ბრიგადირი. ეს არის ის როლი და ის ფუნქცია, რომელიც მოირგო და ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკუირ გმირი და პოლიტიკური წამებული, - განაცხადა ვოლსკიმ.

ევროკავშირი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის გირაოს გადახდას გეგმავს, თუმცა ამისათვის ჯერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა იქნება საჭირო, რადგან ნიკა მელიას პატიმრობა აქვს შეფარდებული.