ნიკა მელიას ვგულშემატკივრობ, მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს - ირაკლი ზარქუა

04.05.21 15:46
ნიკა მელიას ვგულშემატკივრობ, მეგრული სოლიდარობა არ მალაპარაკებს - ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, ამბობს, რომ ნიკა მელიას საპატიმროს დატოვება გირაოს სანაცვლოდ ყოველთვის შეეძლო, მაგრამ მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. დეპუტატი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდომარეს ყოველთვის გულშემატკივრობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ არა ერთხელ შესთავაზა, რომ კიდევ გაუხანგრძლივა გირაო. შემდეგ როცა გირაოს არგადახდის გამო ის დააპატიმრეს, კიდევ იყო შეთავაზება , რომ თუ ადვოკატები მოითხოვდნენ, მას შეეფარდებოდა გირაოს გახდა და ისე გამოვიდოდა. იმაზეც უარი თქვა და თითქოს ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ახლაგაზრდას, იმიტომ რომ მან დაიწყო რებრედინგი თავის პარტიაში. ვგულშემატკივრობ და არ მალაპარაკებს მხოლოდ მეგრული სოლიდარობა, - განაცხადა ზარქუამ.

ევროკავშირი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის გირაოს გადახდას გეგმავს, თუმცა ამისათვის ჯერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა იქნება საჭირო, რადგან ნიკა მელიას პატიმრობა აქვს შეფარდებული.