განულებული სიების შესაძლო აღდგენა - "ოცნებაში" ოპოზიციასთან კონსულტაციებს უარჰყოფენ
ოპოზიციის განულებული სიები შესაძლოა, პარლამენტმა აღადგინოს - "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციასთან აღნიშნულ საკითხზე რაიმე სახის კონსულტაციებს უარჰყოფენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ თუ ოპონენტები საკანონმდებლო ორგანოში შესაბამის კანონპროექტს დაარეგისტრირებენ, ისინი ამ საკითხს განიხილავენ:
თუ კანონპროექტს შემოიტანენ, ბუნებრივია, ჩვენ განვიხილავთ, რამდენად კანონიერია და თუ ეს არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ბუნებრივია, მზად ვართ, განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ. წინასწარ ვერაფერს გეტყვით"- უთხრა "ტვ პირველს" სოზარ სუბარმა.
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას პოლიტიკურ ნაბიჯს უწუნებს:
პოლიტიკაში შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე პასუხი უნდა აგო და ეს პასუხისმგებლობაა ის, რაც მათ ამ ექვსი თვის განმავლობაში აკეთეს თავიანთი უგუნური პოლიტიკით"- თქვა დეპუტატმა.
გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია.
ისინი ეძებენ გამოსავალს, როგორც თვითმმართველობაზე, ასევე 2024 წლის არჩევნებისთვის შეინარჩუნონ პოლიტიკური სახე. რამდენად მოახერხებენ, ამას საზოგადოება შეაფასებს"- აღნიშნა მაჭარაშვილმა.