უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუციას არ გამორიცხავს - რას ამბობს ოპოზიცია

24.01.23 17:09
უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუციას არ გამორიცხავს - რას ამბობს ოპოზიცია

უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუციას არ გამორიცხავს. ამ გადაწყვეტილებას ომში მყოფი ქვეყანა იმ შემთხვავში მიიღებს, თუ ოკუპანტ ქვეყნასთან ავიამიმოსვლა აღდგება. ეს განცხადება უკრაინის ელჩის მოვალების შემსრულებელმა რამდენიმე საათის წინ გააკეთა.

ხელისუფლება რუსეთთან ავიამიმოსვლის მომხრეა. ოპოზიცია კი ამბობს, რომ "ოცნების" რუსული პოლიტიკა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია პირდაპირ ამბობს, რომ დიდი რაოდენობით მტრული სახელმწიფოს მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

პირდაპირი ფრენებით, თუ პირდაპირი ფრენების გარეშე, დიდი რაოდენობით მტრული სახელმწიფოს მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში ყოველგვარი ფილტრის გარეშე ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არის საფრთხე. მათ შირის იმიტომააც, როგორც ცდილობს რუსეთი დააორგანიზოს სანქციებისთვის გევრდის ავლა. საქართველოს იზოლაციას დასავლეთისგან მიესალმებიან, საქართველოს დაუცველად დატოვებას იმავე რუსეთოსგან, მიესალმებიან და ამის წახალისებას ახდენენ ამ ფრენების აღდგენით", - ამბობს ბოკერია.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძეს კი ესმის უკრაინის მხრიდან მსგავსი განცხადება, თუმცა ამბობს, რომ განგაში ნაადრევია.

აბსოლუტურად მესმის უკრაინის წარმომადგენლის მხრიდან ასეთი ტიპის განცხადება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნაადრევია განგაში, რადგან ჯერ რეალურად არ არსებობს სურათი, რომ აღდგეს ფრენები და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით არ უნდა გვქონდეს ასეთი განცდა, რომ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას თავს აფარებენ და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, იმათ უნდა იგრძნონ რაიმე საფრთხე და ქვეყანა დატოვონ", - ამბობს სამნიძე. 
 

მსგავსი სიახლეები