სანამ კასიანოვი მისი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გახდება, ნორმალური განცხადებები გააკეთოს - მაჭარაშვილი
"ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ანდრეი კასიანოვს ემუქრება.
მაჭარაშვილი უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ურჩევს, სანამ მისი მოქალაქეებისგან დასაცავი არ გახდება, ნორმალური განცხადებები გააკეთოს.
"მას არაფერი გამოუვიდა საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს მოქალაქეები პროვოკაციაში ვერ ჩაითრია და ახლა თავის მოქალაქეებს მიადგა, სურს, მათ გადაადგმევინოს ეს ნაბიჯი, რომ როგორმე, აქ არეულობა მოხდეს. ამას სულ ტყუილად ცდილობს, მგონი, თავად დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება.
დიპლომატი დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ რომელ ქვეყანაშიც არის წარმოდგენილი, ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობები იყოს, ის პირიქით არის დაკავებული, რომ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების საქართველოში კონფლიქტის არც ერთი ფაქტი არ არსებობს და თავად კონფლიქტებსა და ევაკუაციაზე საუბრობს.
ვროპაში წასულ მილიონ მოქალაქეს, იქიდან ევაკუაციას სად გაუკეთებს, რომელ ქვეყანაში? – დროა, სანამ მისი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გახდება, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს და დღემდე პასუხი არ არის გაცემული და განმარტოს, საქართველოდან რატომ არის უკრაინის ელჩი გაწვეული და ბელარუსიდან არ არის, რომელიც რუსეთის მოკავშირეა და იქიდან ებრძვის უკრაინას“,- ამბობს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვმა გუშინ სკანდალური განცხადება გააკეთა და საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა.