საქართველოს მზადყოფნა, გადადგას ნაბიჯები რუსეთთან, ძირს უთხრის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველს - კასიანოვი
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციისთვის ფრენების განახლების თაობაზე, ძირს უთხრის უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის დამყარების საფუძველს - ამის შესახებ უკრაინის ელჩის მოველეობის შემსრულებელმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების არგუმენტები აუცილებლად უნდა განიხილონ:
ჩვენ მშვენივრად გვესმის ამ არგუმენტის ყველა ხარვეზი. ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე დატოვა რუსეთის ტერიტორია.
ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნით უკვე მივმართეთ. ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში გავმართავთ შეხვედრას, რომელზეც შეგვეძლება, განვიხილოთ და განვმარტოთ ჩვენი არგუმენტები საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე უარის თქმის და ამავდროულად, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთების სასარგებლოდ
საქართველოს მზადყოფნა, გადადგას ასეთი ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის მიმართ, ძირს უთხრის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველს.- თქვა კასიანოვმა.