სააკაშვილის პალატაში რეანიმაცია გადაიტანეს - ხაჭაპურიძის სკანდალური განცხადება

25.01.23 14:27
სააკაშვილის პალატაში რეანიმაცია გადაიტანეს - ხაჭაპურიძის სკანდალური განცხადება

შალვა ხაჭაპურიძეს მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.

"ვივამედიდან" უარით გამოსულმა ადვოკატმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის საკნად ქცეულ პალატაში რეანიმაცია გადაიტანეს.

მითხრეს, რომ არა, ვერ შეგიშვებთ. მეტი განმარტება არ გაუკეთებიათ. მე ჩემი გარკვეული მოსაზრებები გამაჩნია. თქვენ გახსოვთ გაკეთებული განცხადებები, კია ავად, მაგრამ არ არის მძიმე ავადმყოფი და მძიმე რომ იყოს მაშინ მას განვატავსებდით ინტენსიურში ან რეანიმაციულ განყოფილებაში. ახლა ეს კოვიდი გამოჩნდა. 
სინამდვილეში სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაკარგა გონება. ახლა ამ კოვიდის საფუძველზე თვითონ პალატაში მოუწყვეს უკვე ინტენსიური და თერაპიული მოწყობილობები. ეხლა იტყვიან, მაინც არ არის მძიმე, თავის პალატაში წევს, სინამდვილეში კი არის რეალურად არის რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს ხაჭაპურიძე.

მიხეილ სააკაშვილის პალატაში ექიმების მობილიზებაა - მესამე პრეზინტი კოვიდინფიცირებულია. სააკაშვილს კორონავირუსი კლინიკაში დაუდასტურდა, ამიტომ ახლა ის ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები