არაფერი მიკვირს! - ცისკარიშვილი მელიას პასუხობს

25.01.23 15:20
არაფერი მიკვირს! - ცისკარიშვილი მელიას პასუხობს

პეტრე ცისკარიშვილი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ენმ-ს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

,,ნაცმოძრაობის" ჯერ კიდევ  მოქმედი გენერალური მდივანი, რომელსაც მელიას გამარჯვების შემთხვევაში თანამდებობის დატოვება მოუწევს, ამბობს, რომ ,,ეს განცხადება არ გაკვირვებია".

ცისკარიშვილი მელიას აფრთხილებს, რომ  არჩევნები ხაბეიშვილის გამარჯვებით დასრულდება და " მისი დაანონსებული რეპრესიები არ შესრულდება".

საერთოდ ხშირად ამბობენ, ჯერ გადახტი და ,,ჰოპ" მერე დაიძახეო. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ოპოზიციურ პარტიაში ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაღაც თანამდებობებია, პოზიციებზე ინიშნებიან და ეს მათ უნდა უხაროდეთ.

პირიქით, აქ პასუხისმგებლობის გარდა არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაფერი არ გვიკვირს, უბრალოდ, ამისთვის რომ მოიცალეს და ამ წარდგინებებს აკეთებენ მაშინ, როცა სხვა მრავალი გამოწვევაა, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას, ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

თორემ, გიორგი კირთაძეს, დარწმუნებული ვარ,  ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ისევე როგორც ბევრ ჩვენს თანაგუნდელს, ვინც დღეს მელიას შტაბშია, მათი სურვილის შემთხვევაში ექნებათ შესაბამისი პოსტებიც - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.  

მსგავსი სიახლეები