ხელჩართული ჩხუბი თბილისის ცენტრში - აღსრულების ბიურო მრავალშვილიანი ოჯახის გამოსახლებას გეგმავს
ხმაური და დაპირისპირება ბახტრიონის ქუჩაზე - თბილისის ცენტრში პოლიციაა მობილიზებული. აღსრულების ბიურო ერთ-ერთი კორპუსიდან მრავალშვილიანი ოჯახის გამოსახლებას გეგმავს, თუმცა ამის უფლებას მათქუჩაში გამოსული ხალხი არ აძლევს.
კონფლიქტი პოლიციასა და ადგილობრივებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო რასაც ცოტახნის წინ ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
დაგვიწყეს ცემა, გათრევა და შეურაცხყოფა. დაგგვლიჯეს დაგვაგორეს კიბეებიდან. ძალადობა მიმდინარეობდა ბავშვებსა და ქალებზე, რომლებიც იმ დაპირისპირებაში მოყვნენ- აცხადებს დაზარალებული.