კასიანოვს დიპლომატიის "ანა-ბანა" აუხსნან- ზარქუა
ირაკლი ზარქუა ანდრეი კასიანოვს დიპლომატიას უწუნებს. "ქართული ოცნების" წევრი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს უკრაინელების შესაძლო ევაკუაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადები გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, საქართველოდან პირადად მისი ევაკუცია უნდა მოხდეს.
მე მგონია, რომ ის განცხადება, რომელიც გააკეთა კასიანოვმა, ეს არის საფუძველი, რომ პირადად ამ ადამიანის ევაკუაცია მოხდეს საქართველოდან... რომ მოგიბრუნდება ენა და ამას იტყვი... ახლა ეს რომ უთარგმნო ჩვენს უკაინელ დევნილებს და რომ უთხრა, მემგონი, ჩვენი დასაცავი გახდება ბატონი კასიანოვი თავისი მოქალაქეებისგან. აი, ეს იქნება მერე და ამიტომ, მე მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბარონ ეს პატივცემული და აუხსნან დიპლომატიის ანა-ბანა, - თქვა ზარქუამ.