ნიკა მელიას გათავისუფლება "ქართული ოცნების" ხელშია - ხატია დეკანოიძე

04.05.21 17:15
ნიკა მელიას გათავისუფლება "ქართული ოცნების" ხელშია - ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნიკა მელიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მის თანხმობაზე არ არის დამოკიდებული და ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია. პარტიის წევრი, ხატია დეკანოიძე, დარწმუნებულია, რომ  ხელისუფლებას ოპოზიციური ლიდერის გათავისუფლება მოუწევს. 

გასაღები არის მათ ხელში.  სასამართლოც, პროკურატურაც არის ერთი ადამიანის ხელში, ამიტომ როგორც გადაწყვიტეს, ისევე მოუწევთ მისი გათავისუფლება. სასამართლოც და პროკურატურაც ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური ორგანო და მათ შორის, არც სამართლებრივად არავითარ შუაში და არავითარი საუბარი ცალკე ნიკას რაიმე თანხმობაზე არაფერ შუაში კი არ არის, საერთოდ არც არის კონსტრუქციულად მიმაგრებული თუნდაც სამართლებრივ ჭრილში. „ქართული ოცნების“ ხელშია ნიკას გათავისუფლება, - აცხადებს დეკანოიძე. 
 

 ევროკავშირი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის გირაოს გადახდას გეგმავს, თუმცა ამისათვის ჯერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა იქნება საჭირო, რადგან ნიკა მელიას პატიმრობა აქვს შეფარდებული.