საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურ განცხადებებს უკრაინა ადეკვატურად პასუხობს - ბადრი ჯაფარიძე

25.01.23 15:24
საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურ განცხადებებს უკრაინა ადეკვატურად პასუხობს - ბადრი ჯაფარიძე

ანდრეი კასიანოვის განცხადება, რომელიც საქართველოდან უკრაინის მქოალაქეების შესაძლო ევაკუაციას ეხება, ოპოზიციას არ უკვირს. პარტია "ლელოს"  გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართელოს ხელისუფლების არაადექვატურ ნაბიჯებზე უკრაინულ მხარეს ადეკვატური რეაქცია აქვს. 

როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უკრაინელ მეგობრებს ესმით ასეთი სრულიად არაადეკვატური განცხადებები, რომ თურმე ახლა არის მნიშვნელოვანი ფრენის აღდგენა ქვეყანასთან, რომელიც ყოველდღიურად ბომბავს, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებებს როცა მოისმენ, რეაგირება იქნება შესაბამისი. სწორედ ამით აიხსნება კასიანოვის განცხადება, რომ თუკი იქნება ასეთი არაადექკვატური ნაბიჯები, მაშინ ისინი ხედავენ, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას უკრაინელების უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და შესაბამისად, უკვე ადექვატურად პასუხობს უკრაინული მხარე, - თქვა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები