ახია, კასიანოვზე, მისი განცხადება უთარგმნო ყველა დევნილს, რომელიც საქართველომ დააპურა - ოდიშარია

25.01.23 15:31
ახია, კასიანოვზე, მისი განცხადება უთარგმნო  ყველა დევნილს, რომელიც საქართველომ დააპურა - ოდიშარია

"ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია მიიჩნევს, რომ ანდრეი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლებას ბევრი მადლობა უნდა გადაუხადოს. მისი თქმით, ახი იქნება, თუკი დიპლომატის განცხადებას მისივე მოქალაქეებს უთარგმნიან. 

კასიანოვის ნაცვლად, ალბათ ჯერ დავიწყებდი ბევრი მადლობით და დავასრულებდი მადლობით და ისე, ახი კი არის კასიანოვზე, რომ მისი ეს განცახადება, რომ უთარგმნო და ჩამოურიგო ყველა იმ დევნილს, რომელიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა. ამ ადამაიანის განცხადებები, სამწუხაროდ, საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტიდან, არადიპლომატიურია და ალბათ ის იძულებულია, რომ შეასრულოს გარკვეული დავალებები, გააჟღეროს დავალებები. არ შეიძლება დიპლომატი ასეთი ენით საუბრობდეს, არ შეიძლება ასეთ კომენტარებს აკეთებდებს ისეთ მოვლენაზე, რომელიც თუნდაც არის ფრენების ჰიპოთეტური აღდგენა და თუდნაც ეს მოხდეს, - ბექა ოდიშარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია არ გამორიცხა, რამაც "ქართული ოცნების" გაღიზიანება გამოიწვია. 

მსგავსი სიახლეები