ხაბეიშვილს საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც კი არ აქვს - "ოცნების" დეპუტატი

25.01.23 16:39
ხაბეიშვილს  საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც კი არ აქვს - "ოცნების" დეპუტატი

"საქართველოს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც კი არ აქვს" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი რატი იონათამიშვილი ლევან ხაბეიშვილის სკანდალურ განცხადებას. 

საუბარია ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის ხმაურიან გზავნილზე, რომლის მიხედვითაც, "თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის".

იონათამიშვილი ინტერესდება, როგორ უნდა შევარდეს ოპოზიციონერი პენიტენციურ ან სამედიცინო დაწესებულებაში. 

დეპუტატი 24 თებერვალს დაანონსებულ აქციასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ჯაფარიძე, ვაშაძე, ხოშტარიას ჩანაფიქრი ჩაბარდნისთვისაა განწირული: 

 ეს ბატონები ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოდიან და ახალი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი“ მოძრაობის შექმნას აანონსებენ. თუმცა ეს ბრიფინგები ყველას, რომ ავიწყდება ძალიან კარგად ვხედავთ. სინამდვილეში „ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას კი არ ირქმევენ, არამედ არქმევენ ხოლმე. როდესაც შენ გინდა რომ ეს დაირქვა, განწირული ხარ ჩავარდნისათვის. ამიტომ აღარ უნდა გეწყინოს, რომ ერთპროცენტიანი პარტიაც კი აღარ იქნები, ერთად თუ ცალ-ცალკე.

მსგავსი სიახლეები