თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართვლო EU-ს წევრობის ამბიციას სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს - ექსკლუზიური ინტერვიუ ბროოუდერთან
ექსკლუზიური ინტერვიუ მაგნიტსკის სიის ავტორთან - ლონდონში გამართული შევხდრის შემდეგ ბილ ბროუდერმა "ტვ პირველის" კითხვებს უპასუხა.
მაგნიტკის სიის ავტორმა "პირველებთან" სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან და მესამე პრეზიდენტის ამერიკელ ადვოკატნთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
ე.წ. სააკაშილის სიაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება. გლობალური სანქციების ავტორს სააკაშვილის წამებაში მოანაწილე პირების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს. ბროუდერი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუ სააკაშვილი ციხეში წამებით მოკვდება, საქართვლო ევროკავშირის წევრობის ამბიციას სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს".
მიხეილ სააკაშვილის ბიძამ და მისმა ადვოკატმა მომაწოდეს ინფორმაცია საააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათ მიანიშნეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა უარესდება, მას აწუხებს კრუნჩხვები , რომელიც უფრო და უფრო ხშირი ხდება. მან დაკარგა დიდი რაოდენობით წონა, ამიტომ ყველა ობიექტური საზომით საქართველოს ხელისუფლების საპატიმროში ის კვდება. მკაფიოა, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომელიც ჩართულია სააკასვილის წამებასა და სიკვდილში. თუ ის ციხეში მოკვდება ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა იქნება, შედეგი კი ამ ინდივიდებისთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იქნება. მათ ვურჩევ, რომ ახლავე გაათავისუფლონ, მისცენ შეერტებულ შტატებში ან ევროპაში წასვლის უფლება, რომ მიიღოს სამედიცინო მკურნალობა და შეაჩერონ ეს დაუჯერებელი და სასტიკი ვითარება, რომელიც გრძელდება. თუ სააკაშვილი მოკვდება პატირობაში არაადეკვატური წამების ქვეშ, საქართველო უნდა დაემშვიდობოს ევროკავშირის წვერობის ამბიციებს. - აცხადებს ბროუდერი.