ანდრეი კასიანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა
უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა.
ცნობილია, რომ ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
ანდრია კასიანოვმა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება არ გამორიცხა. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირ ფრენებს აღადგენს.