70 წლის დარაჯის წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს ხელისუფლება დუმილით პასუხობს
70 წლის დარაჯის წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს ხელისუფლება დუმილით პასუხობს - "ქართული ოცნების" დეპუტატები ზაზა მელაძეს ურჩევენ სასამართლოს მიმართოს.
ზაზა მელაძე სამსახურიდან "შაბათის ეთერისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო გაუშვეს. ამ საკითხზე დღეს კომენტარი არც ივანიშვილის კომპანიაში გააკეთეს.
ფონდმა ქართუმ განცხადება რამდენმე წუთის გაავრცელა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ოლიგარქრი ლაგუნას ტერიტორიის ნაწილს სახელმწიფოს გადასცემს ნაწილს კი გაყიდის.
„ფონდმა „ქართუმ“ მორიგი საჩუქარი გაუკეთა დედაქალაქს და „ლაგუნა ვერეს“ ყოფილი ღია საცურაო აუზის ტერიტორია ფონდის გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. ეს არის ქველმოქმედების მორიგი უპრეცედენტო აქტი. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტერიტორიის ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი ლარია. ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ტერიტორია ქალაქისთვის უსასყიდლოდ გადაეცა, რომელიც, თავის მხრივ, განავითარებს აღნიშნულ ტერიტორიას.
მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“ ფლობს საკმაოდ დიდ აქტივებს, რომელიც ივანიშვილების ოჯახის მხრიდან გადმოეცა. ფონდი მართავს აღნიშნულ აქტივებს და შემოსავალს ისევ ფონდის საქველმოქმედო საქმიანობას ახმარს. ამ ეტაპზე, განაშენიანების რეგულაციის გეგმის დამტკიცება და შეთანხმება განხორციელდა, ის ვიზუალები, რაც საჯაროდ გაჟღერდა და მედიაში მოხვდა არის ე.წ. გრგ-ს ვიზუალიზაციები და რენდერები. ამ ეტაპზე ფონდი თვითონ არ გეგმავს ტერიტორიის განვითარებას. ჩვენ, სავარაუდოდ, მოვახდენთ ტერიტორიის რეალიზაციას და როგორც უკვე გითხარით შემოსულ შემოსავალს მოვახმართ ჩვენს საქველმოქმედო პროექტებს“, - განაცხადა „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა.