"ფეხბურთელს ფორმის პიკში ჰგონია, რომ ჯომოლუნგმაზე შიშველი ფეხებით ავა, ასე არიან პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ" - ხვიჩია ხაბეიშვილზე

25.01.23 18:21
"ფეხბურთელს ფორმის პიკში ჰგონია, რომ ჯომოლუნგმაზე შიშველი ფეხებით ავა, ასე არიან პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ" - ხვიჩია ხაბეიშვილზე

"გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, წინასაარჩევნოდ კანიდატები ამომრჩეველს საქართველოში ხშირად ისეთ რამეს ჰპირდებიან, რომ მათთან შედარებით მიხეილ სააკაშვილის "ვივამედიდან" გამოხსნა არაფერია.

„ფეხბურთის რომელიღაც მწვრთნელს აქვს ნათქვამი - ფეხბურთელს ფორმის პიკში ჰგონია, რომ ჯომოლუნგმაზე შიშველი ფეხებით ავა, მგონი, ასე არიან პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ასეთ დროს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი სიტყვების თქმა "მოსულა". პოლიტიკოსებისთვის წინასაარჩევნო პერიოდი მგრძნობიარეა და ამ დროს ისინი ამომრჩეველს ბევრ რამეს ჰპირდებიან. ამ ქვეყანაში ისეთი დაპირებებია გაცემული, „ვივამედში" შევალ და გამოვიყვან, რა დაპირებაა იმასთან შედარებით. მგონი, ხალხი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ასეთ დაპირებებს მაინც და მაინც მნიშვნელობა არ მიანიჭონ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები