ვინ მოხვდება ე.წ სააკაშვილის სიაში და ვის დაემუქრება სანქციები - ექსკლუზიური ინტერვიუ მაგნიტსკის სიის ავტორთან
მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება ნელი სიკვდილით კლავს - "პირველების" კიდევ ერთი ხმაურიანი ინტერვიუ მაგნიტსკის სიის ავტორთან. ბილ ბროუდერი მტკიცებულებების შეგროვებას ასრულებს ყველა იმ პირის შესახებ, ვინც მისი თქმით, სააკაშვილის წამების მონაწილეა და ვინც ე.წ შავ სიაში მოხვდება. მტკიცებულებები შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, კანადის მთავრობას და ევროკავშირს გადაეგზავნება რომ ისინი ე.წ მაგნიტსკის სიაში დაამატონ. შემდეგი ნაბიჯი კი უკვე სანქციებია.
პრეზიდენტის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ბოლო ინფორმაცია ბილ ბროუდერმა სააკაშვილის ბიძისგან და ადვოკატისგან ლონდონში მიიღო. თუ პრეზიდენტი ციხეში მოკვდება, ბროუდერი ამბობს, რომ ეს სრულად საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა იქნება. შედეგი კი ამ ინდივიდებისთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელი. პრეზიდენტის სიკვდილის შემთხვევაში, საქართველო უნდა დაემშვიდობს ევროკავშირის წევრობას.
ვინ მოხვდება ე.წ სააკაშვილის სიაში? - ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.