რეანიმაციად ქცეული მესამე პრეზიდენტის პალატა - ელოდებიან თუ არა კლინიკაში სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას

25.01.23 20:18
რეანიმაციად ქცეული მესამე პრეზიდენტის პალატა - ელოდებიან თუ არა კლინიკაში სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას

რეანიმაციად ქცეული მესამე პრეზიდენტის პალატა - პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში  გადაყვანაზე უარი თქვა, თუმცა თავად  პალატაში მოაწყო რეანიმაციის ოთახი. მედიკოსები მდგომარეობის დამძიმებას არ გამორიცხავენ, ამიტომ  შესაბამისი აპარატურა უკვე შეტანილია "ვივა მედის" მეხუთე სართულზე. მნახველების შესვლა სააკაშვილთან აკრძალულია. გამონაკლისი მხოლოდ გიული ალასანიასთვის დაუშვეს, რომელიც სპეციალური ხელწერილით შევიდა შვილის მოსანახულებლად. 

სააკაშვილთან არ შეუშვეს მისი ადვოკატი. შალვა ხაჭაპურიძეს ეჭვი აქვს, რომ პრეზიდენტის პალატის რეანიმაციად გადაკეთება მხოლოდ კორონავირუსს არ უკავშირდება. ექიმებმა იციან, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მისი რეანიმაციაში გადაყვანა კი დამატებითი არგუმენტი იქნებოდა დაცვის მხარისთვის სასამართლოზე, ამიტომ გადაწყვიტეს პალატაში მიეტანათ შესაბამისი აპარატურა - ვარაუდობს ადვოკატი. პრეზიდენტს სრულ იზოლაციაში ყოფნა კიდევ ერთი კვირა მოუწევს.

დეტალები, ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები