ნიკა მელიას მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებები და დაპირისპირების ახალი სერია პარტიაში
ნიკა მელიას მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებები პარტიაში დაპირისპირების ახალი სერიის მიზეზი ხდება. ხაბეიშვილის ფლანგი მელიას ურჩევს, ჯერ გაიმარჯვოს და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროს, ვის რა თანამდებობას მისცემს.
პეტრე ცისკარიშვილი, რომლის ჩანაცვლებასაც მელია გიორგი კირთაძით აპირებს, ამბობს, რომ პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ფაქტობრივად წინასწარ დაანონსა რეპრესიები
პარტიის გენერალური მდივანი ცისკარიშვილი ერთადერთი არ იქნება, ვისაც მელიას გამარჯვების შემთხვევაში გადაყენება ემუქრება. უკვე ცნობილია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილებები შეეხება რეგიონულ ლიდერებსაც, მათ შორის ხაბეიშვილის მხარდამჭერ დავით კირკიტაძეს და გიორგი ბოტკოველს.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კომპრომატებით ბრძოლა პარტიაში როგორც ჩანს არ დასრულებულა. არ არის გამორიცხული, მელიას წინააღმდეგ ახალი ჩანაწერები გამოქვეყნდეს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.