ერთი შეხვედრის ორი განსხვავებული ვერსია და დამალული ამბავი - საქართველოს ელჩის შეხვედრა უკრაინის საგარეო უწყებაში
ერთი შეხვედრის ორი რადიკალურად განსხვავებული ვერსია და დამალული ამბავი. საქმე ეხება საქართველოს ელჩის შეხვედრას უკრაინის საგარეო უწყებაში. ქართული მხარე ირწმუნება, რომ საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს შეეხო და უკრაინამ მადლობა გადაუხადა თბილისს დევნილების მიღებისთვის. თუმცა როგორც ირკვევა, საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ საუბრის მთავარი თემები უბრალოდ დამალა. კიევის წარმომადგენელმა ამ შეხვედრაზე დაგმო მოსკოვთან ფრენების შესაძლო აღდგენა და საქართველოსგან მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს.
კიევში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა მორიგი დიპლომატიური სკანდალი "ოცნებასა" და უკრაინას შორის. ანდრეი კასიანოვის ხმაურიანი განცხადების შემდეგ დიპლომატზე მმართველმა გუნდმა ნამდვილი შტურმი განახორციელა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ახნსა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. კასიანოვს პასუხს სთხოვდნენ იმის შესახებ, თუ რატომ დაანონსა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღგდენის შემთხვევაში საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია
რატომ დამალეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კიევში გამართული შეხვედრის რეალური შინაარსი? - ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.