UEFA-მ რუსეთს სუპერთასის მატჩის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა
გადაწყვეტილება მიღებულია - UEFA-ს სუპერთასის მატჩი რუსეთში აღარ ჩატარდება. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის ცნობით, UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩი არა რუსეთის ქალაქ ყაზანში, არამედ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პირეოსის სტადიონზე გაიმართება.
16 აგვისტოს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გამარჯვებული გუნდები ხვდებიან.