ვის და რა შემთხვევაში შეეხება 20 ივნისის ამნისტია - "ოცნების" კანონპროექტი

04.05.21 18:18
ვის და რა შემთხვევაში შეეხება  20 ივნისის ამნისტია - "ოცნების" კანონპროექტი

"ქართული ოცნების" მიერ 2019 წლის 19-21 ივნისი მოვლენებთან დაკავშირებით ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი - მმართველი პარტიის დოკუმენტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

კანონპრპოექტის თანახმად, ამნისტია არ შეეხება იმათ, ვინც ამნისტიის გავრცელებაზე  უარს აცხადებს. ამნისტია არ ეხებათ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გასამართლებულებს. 

"ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული კანონპროექტის შინაარსი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.