წერილი საერთაშორისო მედიაში - ივანიშვილი აღიარებს, რომ არაფორმალური სანქციების ქვეშაა
ბიძინა ივანიშვილის წერილი საერთაშორისო მედიაში - "მე არაფორმალური სანქციების ქვეშ ვიმყოფები" - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ "ფულს არ აძლევენ".
"არ მაძლევენ იმ ფულსაც, რომელიც Credit Suisse-თან დავის საგანი არ არის"- წერია ივანიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში, რომელიც "ასოშეიტედ პრესს" ოლიგარქის პიარ სამსახურმა გაუგზავნა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის წერილს რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა აქვეყნებს. "აშოშიეთიდ პრესის" სტატია იწყება გაფრთხილებით, რედაქციისგან, რომ ყველა მოყვანილი ფაქტი წარმოადგენს ივანიშვილის ადვოკატებისგან მოწოდებულ ინფორმაციას პრესრელიზიდან და არა ამ გამოცემის ჟურნალისტების მიერ მოძიებულ ფაქტებს.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ Credit Suisse-თან გახანგრძლივებული დავა მალევე გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური სახე მიიღო. რამდენიმე კვირაში ბ-ნ ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც თანხებზე წვდომასთან, ასევე ხელოვნების ნიმუშების და თვითმფრინავის მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი მოგვარდა იურიდიული გზით დიდი ძალისხმევის გამოყენებით, მთავარი პრობლემა, როგორიცაა თანხებზე წვდომა, კვლავაც ძალაში რჩება და ამას განვიხილავთ როგორც არაფორმალურ სანქციებს. ეს თანხები არ არის დაკავშირებული შვეიცარიაში, ბერმუდისა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, მაგრამ ეხება იმ თანხებს, რომლებიც გადაურჩა Credit Suisse-ის არასწორ მენეჯმენტს და თაღლითობას. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით 5% ფორმალური მოთხოვნის საფუძველზე დარჩა Credit Suisse-ში მიმდინარე დავების ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის"- აღნიშნულია ივანიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში.
ივანიშვილი ამბობს, რომ მის გარეშემო მოჩვენებითი პროცესი მიმდინარეობს, თითქოს ბანკი მორიგებას თანხმდება. ეს ყველაფერი კი ყოფილი პრემიერის შეფასებით, "მხოლოდ ფორმალობაა და ფულს ვერ იღებს".
2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ბ-ნი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ არ იქნა მიღებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. აქედან გამომდინარე, Credit Suisse-მა განახორციელა კლიენტისთვის ბოლო გადარიცხვები და ახლა აცხადებს, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ხელი შეუშალა Guernsey-ის ტრასტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ამ მოთხოვნას აძლიერებს ის ფაქტი, რომ აქტივები გადარიცხული იყო Credit Suisse-დან და ბანკი და მის დანიშნული რწმუნებულები არ უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი ბენეფიციარების ინსტრუქციების არ შესრულებაში. შედეგად, ბ-ნი ივანიშვილი აღიქვამს ამ ხელისშემშლელ ქმედებას, როგორც „პოლიტიკურ ზეწოლას“, ისევე, როგორც ეს იყო მარტში, როდესაც Credit Suisse-მა განაცხადა, რომ თანხების გაცემის შეფერხება გამოწვეული იყო „აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური სიტუაციით“ - აღნიშნულია წერილში.