"ნაციონალურ მოძრაობაში" ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულდა - დარეგისტრირებულია 50 ათასი ადამიანი
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ამომრჩეველთა რეგისტრაცია ერთი საათის წინ დაასრულა.
50 ათასი - ეს არის ამომრჩეველთა სავარაუდო რიცხვი, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
რეგისტრირებული ამომრჩევლების ზუტს მონაცემებს პარტია დღის განმავლობაში გაავრცელებს, ზუსტად 48 საათში კი ხმის მიცემის პროცედურა გაიხსნება. ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი გიორგი მუმლაძე თუ ნონა მამულაშვილი - გამარჯვებულის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი.
ეს ამორმჩეველთა რეკორდული მაჩვენებელია. წინა არჩევნების დროს რეგისტრირებული მოქალაქეების რიცხვი დაახლოებთ 20 ათასის ფარგლებში იყო.
ყველა კანდიდატს პოზიტიური მოლოდინი აქვს.
პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა მეორე ტურიც იყოს და პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდეს.
ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ახლა მთავარი ამოცანაა, რომ კენჭისყრა მართებულად ჩატარდეს. ის ასევე დარწმუნებულია, რომ პარტიის აქტივი მხარს დაუწერს პარტიის ხელმძღვანელობაში ცვლილებებს.
"ორი დღის განმავლობაში მოხდება ამ სიების ფილტრაცია და უკვე 28-29 იანვარს ჩატარდება კენჭისყრის პროცედურა. მთავარი ამოცანა არის, რომ ჩატარდეს კენჭისყრის პროცედურა მართებულად, ყველა ადამიანს შეეძლოს მონაწილეობის მიღება და მე დარწმუნებული ვარ პარტიის აქტივი მხარს დაუწერს პარტიის ხელმძღვანელობაში ცვლილებებს", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.