დავით გარეჯში ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ

04.05.21 17:40
დავით გარეჯში ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ

დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.  ივერი მელაშვილს დაზიანებები არ აქვს. სასულიერო პირები "მთავარი არხის" ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც გადამღები ჯგუფი დავით გარეჯში სიუჟეტისთვის მუშაობდა.

2020 წლის 7 ოქტომბერს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. გამოძიება ამტკიცებდა, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება  სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე  დაიწყო.

კარტოგრაფები 28 იანვარს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.