პარტიის დატოვებას არ ვაპირებთ - ნიკა მელიას გუნდი

26.01.23 13:56
პარტიის დატოვებას არ ვაპირებთ - ნიკა მელიას გუნდი

ჩვენ ღიად გვაქვს გაცხადებული, ვგულისხმობ ნიკა მელიას მხარდამჭერ გუნდს, რომ ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ და ბუნებრივია, რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს - ამის შესახებ "ტვ პირველს" ნინო კვიტაიშვილმა განუცხადა. 

საკრებულოს დეპუტატი შიდა არჩევნებში მეორე ტურის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს: 

50-50-ზე შესაძლოა, არსებობდეს მეორე ტურის შესაძლებლობა და პირველ ტურში საკითხის დასრულება.

მე მაგალითად ვიმედოვნებ, რომ ამ შემთხვევაში ობიექტურ, თანაბარკონკურენტულ გარემოში ნიკა მელიას ექნება შესაძლებლობა, პირველივე ტურში მიიღოს ის შედეგები, რაც მის თავმჯდომარეობას განაპირობებს. - ამბობს ნინო კვიტაიშვილი.

49 ათას 756 - ,,ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიულ არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. ახლა კი  რეგისტრირებულთა ფილტრაციის პროცესი მიმდინარეობს.

 

 

მსგავსი სიახლეები