არ ჩაიდინოთ სითავხედე, ნუ გაზრდით ქვეყანაში პოლიტპატიმრებს - ფიქრია ჩიხრაძე ხელისუფლებას
ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი პოლიტიკური პატიმრები? ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას "ლელოს" ლიდერები პარტიის ცენტრალურ ოფისში დაელოდებიან. ადგილზე უკვე იმყოფებიან პარტიის წევრები.
ფიქრია ჩიხლაძის განცხადებით, წინასწარ პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან გადაწყცვეტილებას იღებს არა დამოუკიდებელი სასამართლო, არამედ ხელისუფლება.
ძალიან რთულია, რაიმე პროგნოზი გქონდეს, იმიტომ რომ სასამართლო სრულიად დამოკიდებულია ხელისუფლების ნებაზე. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ამიტომ ჩვენ ველოდებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
სურვილი მაქვს, რომ ასეთი სითავხედე არ ჩაიდინონ და პოლიტიკური პატიმრების რიცხვი არ გაზარდონ საქართველოში, თუმცა გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ.
მთელი ეს სასამართლო პოლიტიკური ნიშნითაა აღბეჭდილი.
"ლელოს" ოფისში მალე მივლენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და სწორედ აქ დაელოდებიან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ზუსტად სამ საათზე მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
უკვე წლებია, ,,ლელოს" ლიდერებსა და ,,ტვ პირველის" დამფუძნებელს ფულის გათეთრებას ედავებიან, თუმცა, საქმეს კი არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული.