მუმლაძემ ენმ-ის გენმდივნის პოსტი შემომთავაზა - დავით სააკაშვილი

26.01.23 13:33
მუმლაძემ ენმ-ის გენმდივნის პოსტი შემომთავაზა - დავით სააკაშვილი

გიორგი მუმლაძე ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში გენერალური მდივნის თანამდებობას მიხეილ სააკაშვილის ძმას,  დავით სააკაშვილს სთავაზობს. 

ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, თავად სააკაშვილმა გაავრცელა. მესამე პრეზიდენტის ძმა შეთავაზებაზე ფიქრობს, თუმცა მუმლაძეს ღია მხარდაჭერას უცხადეს: 

"გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობებში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებულია.

ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე.

მინდა მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის. შემოთავაზებას რაც შეეხება კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება", - წერს სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები