არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია - მათიკაშვილი ოლიგარქის წერილზე

26.01.23 11:30
არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია - მათიკაშვილი ოლიგარქის წერილზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი, საერთაშორისო მედიებში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც  ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან დავაში პოლიტიკურ ზეწოლაზე ალაპარაკდა. 

მისი თქმით, "ზეწოლის" ავტორები ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ, რადგან მისი დაშანტაჟება შეუძლებელია: 

არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება არის შეუძლებელი და ნებისმიერი მცდელობა შანტაჟისა ფიასკოსთვის არის განწირული. შვეიცარიული ბანკი საკუთარი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ასრულებს ისეთ დავალებებს, დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არც საბანკო სისტემის რეპორტაციას შეესაბამება და საქმიან ურთიერთობაში არ არის ასეთი ქცევა, ცხადია, მიღებული და ამავდროულად, აშკარაა, რომ ხდება კონკრეტულ პიროვნებაზე ზეწოლა, შანტაჟი, რათა მან კონკრეტული ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელსაც ის არ დგამს"- ამბობს დეპუტატი. 

 

მსგავსი სიახლეები