ზურა ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდს არ ჩავაბარებ - შალვა ხაჭაპურიძე

26.01.23 14:14
ზურა ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდს არ ჩავაბარებ - შალვა ხაჭაპურიძე

ზურა ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდს არ ჩავაბარებ - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, კლინიკა ,,ვივა მედის" ადმნისტრაციას უნდობლობას უცხადებს.

შალვა ხაჭაპურიზე ამბობს, რომ კლინიკაში ახლა თავიდან წერენ სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიას, რომელიც სასამართლო პროცესზე უნდა წარადგინონ.

მინდა, წარვადგენ, მინდა, არა. ზურა ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდს არ ჩავაბარებ. მან განაცხადა, რომ 24 საათიან რეჟიმში მასთან იმყოფება ექიმი, ან ექთანიო.არ იმყოფება მასთან ექიმი 24 საათიან რეჟიმში, როცა დაუძახებს სააკაშვილი, მაშინ მიდის მასთან მედიკოსი. 

ენას ძვალი არ აქვსო და რაც უნდა, იმას ლაპარაკობს. არაფერი მაგათი ერთი სიტყვის არ მჯერა. დადგნენ ახლა და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიას, რომელიც სასამართლო პროცესზე გაჯღერდება. 

,,ვივა მედის" მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნოლის ტოლფასია.

2-3 დღის წინ მივიღეთ წერილი, რომ მოწყობილობები, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ, არ მოერგოო ჩვენს სისტემასო. არ მიუთითებიათ კონკრეტულად, რა სისტემები სჭირდებათ, რა ნომრის და მოდიფიკაციის. ახლა ყველაფერი უნდა დავაზუსტო, ძველი მოწყობილობები წავიღო და უნდა განმიმარტონ, რა უნდათ - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი სიახლეები