ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - სააპელაციომ საქალაქოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთელის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგანკვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდნენ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც მათ პროკურატურა ედავებოდა.
გასული წლის 12 იანვარს მოსამართლე გიორგი არევაძემ თითოეულ მათგანს სასჯელის სახით 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სისხლისსამართლებრივი საქმის ხანდაზმულობის გამო სამივე მათგანი სასჯელისგან გათავისუფლდა.