სააპელაციოს განაჩენი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება - ზვიად კორძაძე

26.01.23 15:36
სააპელაციოს განაჩენი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება - ზვიად კორძაძე

აღნიშნული განაჩენი აუცილებლად გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში - ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს დანაშაული არ ჩაუდენიათ, რის დამტკიცებას ჯერ უზენაესში, შემდგომ კი სტრასბურგის სასამართლოში შეეცდება.

სააპელაციო სასამართლომ რაც მთავარია, დაადასტურა კიდევ ერთხელ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომ არავითარ ფულის გათეთრებას, არ ჰქონია ადგილი.

ამავდროულად ძალაში დატოვა ვითომ ის თაღლითობის ბრალდება, რათა ბრალდების მხარისთვის მოეწმინდათ სირცხვილი, რადგან ის 3 წელია ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ფულის გათეთრებას.

აღნიშნული განაჩენი აუცილებლად გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში, რადგან არავიტარ დანაშაულს ადგილი არ ჰქონდა. მათ შორის, არც ფულის გათეთრებას, არც თაღლითობას ადგილი არ ჰქონია. 

თუ უზენაესი სასამართლოს განაჩენი უცვლელი დარჩება, საქმეს სტრასბურგში წავიღებთ. - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე წინა ინსტანციის განაჩენი უცვლელი დატოვა.  

მსგავსი სიახლეები