მიშას სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს ვიზამ - დავით სააკაშვილი პოლიტიკაში წასვლას აანონსებს

26.01.23 15:56
მიშას სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს ვიზამ - დავით სააკაშვილი პოლიტიკაში წასვლას აანონსებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა პოლიტიკაში წასვლას აანონებს. დავით სააკაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული არ არის, თუმცა ,,პირველებთან" საუბარში ადასტურებს, რომ იქნება ყველგან, სადაც საკუთარი ძმის სიცოცხლეს დასჭირდება.

აქ იყო შემოთავაზება, რომ დამეკავებინა გენერალური მდივნის თანამდებობა პარტიაში. მოგეხსენებათ, გენმდივანი არის პირი, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციულ პოლიტიკას. 

არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკაში, მაგრამ ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რათა გადარჩენილ იქნას ჩემი ძმა,  მისი სიცოცხლე. 

მიშამ ამის შესახებ არ იცის, ეს შეთავაზება იყო რამდენიმე დღის წინ, როცა მისი ჯანმრთელობა დამძიმდა. მასთან ახლა არანაირი კომუნიკაცია არ არის. 

რეალურად, საქმე გვაქვს ადამიანთან, რომლის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არის. - ამბობს დავით სააკაშვილი.

ენმ-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე, გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ძმას, დავით სააკაშვილს, ,,ნაცმოძრაობის" გენერალურ მდივნობას სთავაზობს. 

მსგავსი სიახლეები