ივანიშვილის ადვოკატი "ტვ პირველის" წინააღმდეგ - "თქვენ ამ თემის გაშუქების ნება არ გაქვთ"

26.01.23 15:20
ივანიშვილის ადვოკატი "ტვ პირველის" წინააღმდეგ - "თქვენ ამ თემის გაშუქების ნება არ გაქვთ"

ბიძინა  ივანიშვილის ადვოკატი "ტვ პირველის" კითხვებს არ პასუხობს - შესაბამისად, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება  კითხვა, რა იგულისხმა ქართველმა ოლიგარქმა,  როცა თქვა, რომ "არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება".

ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ "ტვ პირველს" აღნიშნული თემის გაშუქების ნება არ აქვს. ივანიშვილის ადვოკატს, ინტერვიუს ფორმატიც არ მოეწონა. 

თქვენ ხართ ტელეარხი, რომელსაც ამ თემის გაშუქების ან საშუალება არ აქვს ან ნება. ეს არის ჩემი მოკლე პასუხი"- უთხრა რეპორტიორს ვიქტორ ყიფიანმა. 

 

მსგავსი სიახლეები