სასამართლო „ოცნების“ ოფისიდან მიღებული ინსტრუქციების შემსრულებელ ბიუროდ გადაიქცა - ბადრი ჯაფარიძე

26.01.23 15:24
სასამართლო „ოცნების“ ოფისიდან მიღებული ინსტრუქციების შემსრულებელ ბიუროდ გადაიქცა - ბადრი ჯაფარიძე

სასამართლო „ქართული ოცნების“ ოფისიდან მიღებული ინსტრუქციების შემსრულებელ ბიუროდ გადაიქცა- ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ, განაცხადა.

მისი თქმით, " მთელი სასამართლო პროცესი ფარსად გადააქციეს". 

ფარსად გადააქციეს მთელი სასამართლო პროცესი. სააპელაციოში განხილვისას აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მოსამართლე არევაძის მიერ მხოლოდ იმ მიზნით იყო მოგონილი, რომ რაღაც დაებრალებინათ ჩვენთვის. ფულის გათეთრება ვერანაირად ვერ დაგვიმტკიცეს და შესაბამისად, მოიგონეს ვითომ რაღაც თაღლითობა ჩავიდინეთ, რომლის შედეგად ჩვენ დავზარალდით.

ყველაზე სამწუხარო დღევანდელ დღეს არის ის, რომ ამდენი მოსამართლე, სამ კაციანი კოლეგია ჩართულია ამ ფარსში და მთელი ეს პროცესი არის ფარსი, მხოლოდ იმისათვის, რომ წინასწარ ცნობილი გადაწყვეტილება გამოაცხადონ რამდენიმე თვის შემდეგ. აუცილებელია, გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ სასამართლო გათავისუფლდეს და ყველა ჩვენ თანამოქალაქეს ჰქონდეს იმედი, რომ სამართალს საკუთარ ქვეყანაში ნახავს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მსგავსი სიახლეები