ივანიშვილს არაფორმალური სანქციები დაუწესეს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს - ქადაგიშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის, განაცხადებით, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური სანქციები დაუწესეს. მისი თქმით, მიზანი ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებაა:
ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოთხოვნა იყო, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსი შეცვალოს. ამასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური სანქციები დაუწესეს, მაგრამ მან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და არაფრის ფასად არ უღირს პოლიტიკაში დაბრუნება, მათ შორის, იმ მიზნით, რომ საქართველო მეორე ფრონტის ნაწილი გახდეს.
საქმე გვაქვს არაფორმალურ პოლიტიკურ პროცესთან, რადგან რეზოლუციას ფორმალურად არანაირი ფასი არ აქვს"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის საერთაშორისო მედიისთვის გაგზავნილ წერილში ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება.